სამოდელო გაკვეთილი 1


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ირმა კელეპტრიშვილი-შეშაბერიძე
01013010427
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 25.03.2019
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო IX-გ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 28 (მათ შორის  არის ერთი სსსმ მოსწავლე)
სამოდელო გაკვეთილი გამჭოლი კომპეტენციების (გამჭოლი კომპეტენციები – სემიოტიკური კომპეტენცია, სწავლის სწავლა.) განვითარება
გაკვეთილის თემა: ,,ქართული ხუროთმოძღვრული ტაძრების გეგმები და მათი ინდივიდუალიზმი“
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი ინდიკატორები:
..IX.3
· გეგმავს სამუშაოს შესრულების ოპტიმალურ დროს, შემსრულებელთა რაოდენობას და, ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას/ ფუნქციებს/მოვალეობებს;
..IX.5.
· ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ხელოვნებას რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით (სტილი, თემა, ჟანრი);
· ამოიცნობს ქართული ხუროთმოძღვრების ცნობილ ნიმუშებს და ადარებს იმავე პერიოდის სხვა ქვეყნის არქიტექტურულ ძეგლებს;
· კონკრეტული ნიმუშების მაგალითზე მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე, რომელიც არსებობს სხვადასხვა პერიოდის ხელოვნებაში (ძველი, ახალი და თანამედროვე);
..IX.6.
· მსჯელობს, თუ რა გავლენა იქონია ამა თუ იმ ისტორიულმა მოვლენამ რომელიმე კონკრეტულ ნამუშევარზე;
 · მსჯელობს, თუ როგორ აისახება ეპოქის იდეური და სტილისტური ნიშნები ხელოვანის შემოქმედებაზე.
..IX.7.
· იკვლევს, რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს შორის (არქიტექტურა, კედლის მხატვრობა და სხვ.).
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ ამოიცნოს და განასხვავოს შუა საუკუნეების ქართული საეკელესიო არქიტექტურის ძირითადი ტიპები
·         მოსწავლეებმა შეძლონ მასწავლებლის მიერ ვერბალური და არავერბალური (დიაგრამის, სქემის და სხვა) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრება და ინტერპრეტირება, საკუთარი ნააზრევის სხვადასხვა საშუალებებით გადმოცემა.
·         მოსწავლეებმა შეძლონ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ტექსტის დაკავშირება ილუსტრაციასთან (ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა), ასევე მიწოდებული ინფორმაციის სქემის სახით წარმოდგენა.(სემიოტიკური კომპეტენციის განვითარება).
·         მოსწავლეებმა შეძლონ  მასწავლებლის დახმარებით სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვა. ასევე იმ ხერხების აღმოჩენა, რომელიც აუმჯობესებს სწავლის შედეგებს და გამოუმუშავდეთ სწავლის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენების უნარი, რასაც შემდგომ  აქტიურად გამოიყენებენ სხვადასხვა საგნის შესწავლის დროს, ასევე რეალურ ცხოვრებაში.

საჭირო წინარე ცოდნა  და უნარ-ჩვევები:
   მოსწავლეებმა იციან  ქართული ტაძრების მრავალფეროვნება, მათი აგების პრინციპები  მოსწავლეები ფლობენ განმავითარებელი შეფასების რუბრიკის გამოყენების ტექნიკას.ასევე აქვთ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; წერითი უნარ-ჩვევები, იციან სააზროვნო სქემების ანუ კოგნიტური დიაგრამებს შექმნა და გამოყენება.
შეფასება და თვითშეფასება:
გამოვიყენებ  განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას;
მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება: არგუმენტირებული ვერბალური
მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება: პრეზენტაცია. ჯგუფური მუშაობა
შეფასების  რუბრიკები გაკვეთილის  გეგმას თან ერთვის;
სასწავლო მასალა და რესურსები:
 მე–9 კლასის სახელმძღვანელო, კომპიუტერი,  პროექტორი, Power-Point-ის პრეზენტაცია, ვიდეო რესურსი, სამუშაო ფურცლები,  მარკერები,დაფა ,ცარცი,ფლიპჩარტი,ფერადი ქაღალდები.




N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები, გაკვეთილის თემის,  მიზნების და შეფასების რუბრიკების გაცნობა 
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებისათვის პოზიტიური საგაკვეთილო განწყობის შექმნა. ელექტრონული რესურსის მეშვეობით მოსწავლეები თავად დაადგენენ გაკვეთილის მიზანს.გავაცნობ კლასის ორგანიზების ფორმებს,შეფასების რუბრიკებს.განვაწყობ იმისთვის, რომ მათ მოუწევთ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა სქემებისა და გეგმების ამოცნობა,ნამუშევრის შექმნა, რის შედეგადაც მათ განუვითარდებათ ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების უნარი (სემიოტიკური კომპეტენცია).

ელექტრონული რესურსი/პროვოცირების მეთოდი
მთელი კლასი
ჟურნალი,დაფა,ცარცი,ელექტრონული რესურსი,შეფასების რუბრიკები
3წთ
2


აქტივობა.2. გონებრივი იერიში
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა და გააქტიურება.
მოსწავლეები აიმაღლებენ მოტივაციას,მოსწავლეები განეწყობიან ახალი საკითხის გასააზრებლად და დაუკავშირებენ  წინარე ცოდნას ახალ მასალას.
კლასში დაიმევა კითხვები:
1)დაასახელეთ მოვლენა,რომლის მიხედვითაც ჩვენ ახალ წელთაღრიცხვას ავითვლით
2)როგორი ტაძრები იყო წინაქრისტიანული
3)სად მდებარეობდა ეს ტაძრები
4) არსებობდა თუ არა ქრისტეშობამდე პრეცედენტი იმისა,რომ აშენებულიყო თანამედროვე ტიპის ტაძარი
5) დაასახელეთ პირველი რელიგიური რეფორმატორი
წინარე ცოდნის გააქტიურება
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი







4 წთ

3

აქტივობა.3
მოსწავლეები წყვილებში შეასრულებენ დამოუკიდებელ სამუშაოს,რომლის დროსაც მათ უნდა შეადარონ ერთმანეთს წარმართული და ქრისტიანული რიტუალის მიმდინარეობა.ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ისაა,რომ წარმართული რიტუალი სრულდებოდა  ღია ცის ქვეშ,მაშინ როდესაც ქრისტიანული საეკლესიო რიტუალი აუცილებლად გულისხმობს ეკლესიის სივრცეში მორწმუნეთა თავმოყრას,მათ ერთობლივ მონაწილეობას ქრისტიანულ ლიტერატურაში.ამის შემდგომ მოსწავლეები დაასახელებენ მიზეზებს რამაც გამოიწვია ერთიანი სივრცის შექმნა.დაასახელებენ პირველი ტაძრის გეგმის ტიპებს მათ დანიშნულებას.ჩამოთვლიან საქართველოში არსებულ სატაძრო გეგმებს ,დაახასიათებენ და დაასაბუთებენ მათი წარმოქმნის მიზეზებს,საუკუნეების მიხედვით,განმარტავენ:ბაზილიკას,ტეტრაკონქს,ტრიკონქს,ჯვრის ტიპის,ჯვარგუმბათოვანს,მრავალაფსიდიანს.აღწერენ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებს

ნასწავლი მასალის გამოყენება

მთელი კლასი,წყვილები

კოგნიტური სქემა
მე–9 კლასის სახელმძღვანელო, კომპიუტერი,  პროექტორი, Power-Point-ის პრეზენტაცია,სამუშაო ფურცლები,  მარკერები,დაფა ,ცარცი,ფლიპჩარტი.

10 წთ

4

აქტივობა.3. კოგნიტური სქემის შევსება.
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ჩემს  მიერ მიწოდებული გეგმების ტიპების ამსახველი სქემის შევსება, მათ გამოუმუშავდებათ აზროვნების და საკუთარი ნაფიქრის გადმოცემის უნარები. ასევე შეძლებენ გეგმების საუკუნეებით დალაგებას ერთი სისტემიდან მეორეში გადატანას (სემიოტიკური კომპეტენცია)
ვიდრე სამუშაო დაურიგდებათ მოსწავლეები გაეცნობიან ელექტრონულ რესურსს.
კლასი დაყოფილი იქნება 4 ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს შერჩევითი მეთოდით ,კერძოდ ფერაი ოთლების მიხედვით აირჩევენ დავალებებს.ისინი დაახარისხებენ გეგმებს და გეგმების მეშვეობით ააგებენ სავარაუდო ტაძრის ტიპებს.ჩამოთვლიან საქართველოში არსებულ ასეთი გეგმის მქონე ტაძრებს საუკუნეების მიხერდვით.გააკეთებენ პრეზენტაციას.შემდეგ Power-Point-ის პრეზენტაციის მეშვეობით შეამოწმებენ საკუთარ ნაშრომს რამდენად სწორად დაემთხვა მათი პასუხები

ნასწავლი მასალის გამოყენება

ჯგუფური მუშაობა

ელექტრონული რესურსი/ ფლიპჩარტი
Power-Point-ის პრეზენტაცია,სამუშაო ფურცლები,  მარკერები,დაფა ,ცარცი,ფლიპჩარტი.

15 წთ
5
აქტივობა.5.გაკვეთილის შეჯამება, საშინაო დავალების მიცემა
მოხდება გაკვეთილის უკუკავშირი ,მოსწავლეები გამოყოფენ თავისი მუშაობის ძლიერ და სუსტ მხარეებს.თითო სიტყვით აღწერენ გაკვეთილს.ასევე ელექტრონული რესურსის მეშვეობით მოსწავლეებს მიეცემათ დავალება.სადაც იქნება გამოსახული ქართული ტაძრების რელიეფები,ინტერიერი,მონუმენტური მხატვრობა.მოსწავლეებს დავუსვავ კითხვას რას ნიშნავს მათთვის ამ სლაიდის ჩვენება.ეს ის თემებია რომელიც გარდა გეგმებისა ქართული ტაძრების უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.
მოსწავლეებს მიეცემათ თავისუფალი არჩევანის საშუალება შემდეგი გაკვეთილისთვის მოიძიონ ინფორმაცია მათთვის ამ სლაიდებიდან ყველაზე საინტერესო თემაზე

აქტიური მოსმენა,კითხვა-პასუხი

მთელი კლასი
Power-Point-ის პრეზენტაცია
8წთ
6
აქტივობა 6. შეფასება და ურთიერთშეფასება
მოსწავლეები უკუკავშირის მეშვეობით შეფასდებიან განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებებით.მოსწავლეები მოახდენენ თვითშეფასებას და განსაზღვრავენ იმას შეძლეს თუა არა გაკვეთილის მიზნის შესრულება:ამოეცნოთ და განესხვავებინათქართული საეკლესიო არქიტექტურის ძირითადი ტიპები.
აქტიური მოსმენა/თვითშემოწმება
ფერადი ბარათებით
ჯგუფური მუშაობა
შეფასების რუბრიკები
7წთ


 


საპრეზენტაციო უნარების შეფასება
თარიღი:                                        პრეზენტაციის სახეობა: მოხსენება-რეფერატი
მოსწავლე
შეფასების კრიტერიუმები
შემაჯამებელი ქულა
სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა, კონტაქტი აუდიტორიასთან
0-3
თვალსაჩინოებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება
0-4
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
0-3
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.


ჯგუფზე დაკვირვების რუბრიკა

კრიტერიუმები
დიახ
არა
ნაწილობრივ
კომენტარი
შედგა თუ არა მოსწავლეებს შორის ურთირთთანამშრომლობა
ხომ არ დომინირებდა ერთი მოსწავლე
ჰქონდათ თუ არა გადანაწილებული ფუნქციები
რამდენად დაიცვეს დროის ლიმიტი
მათ მიერ წარმოდგენილი თემა შეესაბამებოდა თუ არა მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას
ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია იყო  ლაკონურად და თანმიმდევრულად ჩამოყალიბებული
იყო თუ არა ჯგუფის ნამუშევარი წარმატებული და რამ გამოიწვია ეს წარმატება
იყო თუ არა პასიერი მოსწავლე და რამ განაპირობა მისი პასიურობა

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა                                                             
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას,აკეთებს დასკვნებს
2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
1








სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
მასწავლებელი: ირმა კელეპტრიშვილი- შეშაბერიძე
კლასი : IX-
საგანი : სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
თემა : ,,ქართული ხუროთმოძღვრული ტაძრების გეგმები და მათი ინდივიდუალიზმი“
2019  წლის  25 მარტს მეცხრე კლასში ჩავატარე გამჭოლი კომპეტენციებისკენ, კერძოდ, სემიოტიკური კომპეტენცია და სწავლის სწავლა, მიმართული სამოდელო გაკვეთილი თემაზე: . ,,ქართული ხუროთმოძღვრული ტაძრების გეგმები და მათი ინდივიდუალიზმი“
კლასში სწავლობს  28 მოსწავლე,  კლასში  არის ერთი სსსმ  მოსწავლე.
  აღნიშნული ტიპის გაკვეთილის ჩატარება გადავწყვიტე იმის გამო, რომ ძალიან ხშირად აუცილებელია რეალურად მოვახდინოთ ერთი სახის ინფორმაციის მეორე სახის ინფორმაციად აღქმა – გადაკეთება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის. ასევე მოზარდები ხშირად დგებიან იმ სიტუაციის წინაშე, როდესაც თავად უწევთ გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტული გზების მოძიება. შესაბამისად საჭიროდ მივიჩნევ, რომ მათ განსაკუთრებით სწორედ ის უნარ–ჩვევები განვუვითარო, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მოგვარებაში დაეხმარებათ. კონკრეტული საგაკვეთილო თემაც ნამდვილად იძლეოდა ამის საშუალებას.
  გამჭოლ კომპეტენციებზე ( სემიოტიკური კომპეტენცია, სწავლის სწავლა) ორიენტირებული  გაკვეთილები მოსწავლეებს თეორიული მასალის შესწავლასთან ერთად ეხმარება შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავებაში, ისინი ეჩვევიან სხვადასხვა სახის ინფორმაციის მათთვის მისაღები საშუალებებით დამუშავებას და ამით სწავლის პროცესი უფრო უადვილდებათ. ცდილობენ თავად მიაგნონ იმ სტრატეგიებსა და მეთოდებს, რომლითაც შეძლებენ შედარებით იოლად აღიქვან ახალი მასალა და სწავლის პროცესი სასიამოვნო გახდეს. მოსწავლეებს ერთმანეთთან აზრის გაზიარებით უმუშავდებათ თანამშრომლობითი უნარები, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარჩვევები. მოსწავლეები სწავლობენ როცა საჭიროა საკუთარ ნააზრევში კორექტირების მოხდენას და რაც მთავარია  ახდენენ აქტიურ სწავლებას, ცოდნის სისტემატიზაციას და გაკვეთილზე მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან ბუნებრივად ინტეგრირებას .
    გაკვეთილს ესწრებოდნენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, მათ თვალნათლივ დაინახეს, რომ სემიოტიკური კომპეტენციის განვითარება ნამდვილად შესაძლებელია სხვადასხვა სასკოლო საგნის შესწავლის დროს და ამით მოსწავლეებს უმუშავდებათ 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები. სწავლის სწავლით ეჩვევიან დამოუკიდებლად აზროვნებას და გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ნებისმიერი საგნის შესწავლის დროს სწავლების ყველა საფეხურზე.
     გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებმა შეძლონ ჩემს  მიერ ვერბალური და არავერბალური (დიაგრამის, სქემის და სხვა) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრება და ინტერპრეტირება, საკუთარი ნააზრევის სხვადასხვა საშუალებებით გადმოცემა. ასევე შეძლონ ლოკალურ გარემოში  ამოიცნონ და განასხვავონ შუა საუკუნეების ქართული საეკელესიო არქიტექტურის ძირითადი ტიპები , ასევე მიწოდებული ინფორმაციის სქემის სახით წარმოდგენა.(სემიოტიკური კომპეტენციის განვითარება). კიდევ ერთი რამ რასაც გაკვეთილი მიზნად ისახავდა იყო მოსწავლეებს მოეხერებინათ  ჩემი  დახმარებით სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვა. ასევე იმ ხერხების აღმოჩენა, რომელიც აუმჯობესებს სწავლის შედეგებს და გამოუმუშავდეთ სწავლის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენების უნარი, რასაც შემდგომ  აქტიურად გამოიყენებენ სხვადასხვა საგნის შესწავლის დროს, ასევე რეალურ ცხოვრებაში.     
 გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, მოსწავლეებმა შეძლეს  მიღებული ინფორმაციის გააზრება, ტექსტური ინფორმაციის სქემების სახით წარმოდგენა, ტერმინების დამახსოვრების მარტივი გზების მოძიება. შესაბამისად მათ გამოუმუშავდათ არგუმენტირებული მსჯელობის, თამანშრომლობის და კომუნიკაციის უნარ–ჩვევები.
   ამ გაკვეთილის ჩატარებით ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო ის ფაქტი, რომ საჭიროა ჩვენი სამუშაო პროცესი წარვმართოთ ისეთი სასწავლო სტრატეგიებით და აქტივობებით, რომელიც უკეთ დაეხმარებათ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგი უნარ–ჩვევები.
   გაკვეთილზე ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად: დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი, ასევე შეფასების რუბრიკები და კლასის ორგანიზების ფორმები.შემდეგ გაკვეთილი გავაგრძელე გონებრივი იერიშით
რომლის მიზანიც  მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა და გააქტიურება იყო.
მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია , განეწყვნენ  ახალი საკითხის გასააზრებლად და დაუკავშირეს  წინარე ცოდნას ახალ მასალას.
კლასში დაისვა კითხვები ტემასტან დაკავშირებით.
შემდეგ მოსწავლეებმა წყვილებში შეასრულეს დამოუკიდებელ სამუშაო,რომლის დროსაც მათ შეადარეს ერთმანეთს წარმართული და ქრისტიანული რიტუალის მიმდინარეობა.ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ისაა,რომ წარმართული რიტუალი სრულდებოდა  ღია ცის ქვეშ,მაშინ როდესაც ქრისტიანული საეკლესიო რიტუალი აუცილებლად გულისხმობს ეკლესიის სივრცეში მორწმუნეთა თავმოყრას,მათ ერთობლივ მონაწილეობას ქრისტიანულ რიტუალში. ამის შემდგომ მოსწავლეებმა დაასახელეს მიზეზები რამაც გამოიწვია ერთიანი სივრცის შექმნა.ჩამოთვალეს პირველი ტაძრის გეგმის ტიპები მათ დანიშნულება.დაასახელეს საქართველოში არსებულ სატაძრო გეგმები ,დაახასიათეს და დაასაბუთებეს მათი წარმოქმნის მიზეზები,საუკუნეების მიხედვით,განმარტე,აღწერეს საერთო და განმასხვავებელ ნიშნები ,დაადგინეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები არგუმენტირებული მსჯელობით. შემდგომ მოსწავლეები,რომლებიც წინასწარ დაყოფილები იყვნენ ჯგუფებად დაურიგდათ კოგნიტური სქემები.რომლის დარიგებაც მოხდა შემთხვევითობის პრინციპით.სქემებზე გამოსახული ფერადი ფოთლების მიხედვით.თითოეულმა ჯგუფმა სურვილისამებრ აირჩია ფერი და შეხვდა ის სამუშაო რაც ამ ფერთან იყო კავშირში.მითითებული ისტრუქციის მიხედვით მოსწავლეებმა საუკუნეების მიხედვით დაახარისხეს ტაძრები და ტიპაჟის მიხედვით ააგეს ტაძრების გეგმები და მათი ფასადები.დაასაბუთეს ქრიტიანობაში იმ ფერის მნიშვნელობა რომელიც მათ შეხვდათ.შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა პრეზენტაცია .პრეზენტაციის ბოლოს   მოსწავლეებისთვის წინასწარ გაცნობილი შეფასების რუბრიკებით მოვახდინე მათი შეფასება.ასევე მათ შეძლეს ერთმანეთის შეფასება და თვითშეფასება. მაღალი დონის სააზროვნო კითხვების დასმით ხელს ვუწყობდი მოსწავლეებს ემსჯელათ, წარმოეჩინათ მათ მიერ შემუშავებული გზები და საშუალებები, გამოემუშავებინათ  ემპათიის და თანაგრძნობის უნარჩვევები; მოსწავლეთა მიერ გაცემული პასუხებით თვალნათლივ სჩანდა რომ მივაღწიეთ დასახულ მიზანსმოსწავლეთა დადებითი სიტყვიერი უკუკავშირით მოვახდინეთ გაკვეთილის ერთობლივი შეჯამება, ამით მოსწავლეებს საშუალება მივეცი თავად  გაეაზრებინათ ის თუ,როგორ მივაღწიეთ მიზანს.გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს დავეხმარე  გაეკეთებინათ საკუთარი თვითშეფასება; აღნიშნულ აქტივობა მიზნობრივად გამოვიყენე ყველა მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად , შემდგომში შესაბამისი რეაგირებისთვის დავალების მიცემისას. ამასთანავე აღნიშნული აქტივობა მეხმარება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფისთვის.
 საბოლოო ჯამში, აღწერითი უკუკავშირით,  განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით და მოსწავლეთა თვითშეფასებით და ურთიერთშეფასებით  განვსაზღვრეთ  გაკვეთილის მიზნის  შესრულების ხარისხი.
გაკვეთილი დავასრულე მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემით,რომელიც დაკავშირებული იყო გაკვეთილის მიზანთან. მათ მიეცათ საშუალება თავად აერჩიათ რამდენიმე შეთავაზებული დავალებიდან ერთ–ერთი.
გაკვეთილის მსვლელობისას ვცდილობდი  ვყოფილიყავი ფასილიტატორი და ეტაპობრივად ხელს ვუწყობდი მოსწავლეებს შესაბმისი ინსტრუქციების და განმავითარებელი კომენტარებით და ვცდილობდი მიმეცა მათთვის აქტიურად მოქმედების შესაძლებლობა.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში,მათ შეძლეს თავად აეგოთ ცოდნა ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციის საფუძველზე; მათ შესძლეს  ამ ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა, რაც ნამდვილდ იყო მიმართული სემიოტიკური კომპეტენციის განვითრებისაკენ. მოზარდებმა შეძლეს ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება და საკუთარი დამოკიდებულებების და შეხედულებების სწორად ჩამოყალიბება, თუმცა გარკვეულწილად ამ ყველაფერში ჩემი დახმარებაც გახდა საჭირო.
გამჭოლი კომპეტენციების განვითარების უნარჩვევების მნიშვნელობა   ნათლად დაინახეს მოსწავლეებმა და  გააცნობიერეს გრძელვადიანი მიზნები, რასაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოიყენებდნენ.
გაკვეთილის გეგმის განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირება გაკვეთილის მსვლელობისას არ გამხდარა საჭირო,რადგან სწორად მოხდა დროის მენეჯმენტის განსაზღვრა,აქტივობების შერჩევა და გაკვეთილის მსვლელობის დროს თითოეული აქტივობისთვის განსაზღვრული მიზნების მიღწევა;
 მე ვფიქრობ, რომ გაკვეთილი  ყველაზე წარმატებული იყო შემდეგ კომპონენტში:
        გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა სამოდელო გაკვეთილის ტიპთან და ე.ს.გ.-სთან,
რადგან მიზანი მკაფიოდ იყო ფორმულირებული , იყო კონკრეტული და რეალისტური , ამასთანავე სრულად შეესაბამებოდა სამოდელო გაკვეთილის ტიპსა და ე.ს.გ.-ით განსაზღვრულ შედეგებს. ვთვლი,რომ მოსწავლეებმა მოახერხეს დასახული მიზნის მიღწევა,
    ჩემი აზრით გაუმჯობესებას საჭიროებს უფრო მეტად მივაქციო მოსწავლეთა ჩართულობის დროს თითოეულ მოსწავლეს,არ მოხდეს ისე,რომ მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე გამოვლინდეს და ყურადღების მიღმა დამრჩეს სხვა აქტიური მოსწავლე.რათა მას არ დაეკარგოს მოტივაცია . ასევე უკეთ უნდა მოხდარიყო სსსმ მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.ის მხოლოდ ერთხელ ჩაერთო აქტივობაში.შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ ,რომ უფრო სწორად შევარჩიო სსსმ მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობა,თუმცა ჯგუფურ მუშაობაში აღნიშნული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. გაკვეთილმა აგრეთვე მასწავლა,რომ უფრო მეტი დრო დავუთმო უკუკავშირს. ვითანამშრომლებ კოლეგებთან, გავიზიარებ მათ გამოცდილებას, გავეცნობი უფრო მეტ მეთოდურ ლიტერატურას.         ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოვახდენ რეფლექსიას,რაც დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში და შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავებაში.


სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი:  ირმა კელეპტრიშვილი-შეშაბერიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий