вторник, 18 июля 2017 г.

მეცხრე დღე

დღევანდელ დღეს მოხდა ჩვენს მიერ შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია.ასევე გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი.შეუსწორეთ ერთმანეთს ნამუშევრები.მოვისმინეთ პრეზენტაციები და გავაკეთეთ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია.თითოეული პრეზენტატორი საინტერესოდ წარმოადგენდნ პროექტებს.საინტერესო იყო ქიმიის მასწავლებლის პროექტი ,,საღეჭ რეზინზე" მეტად საინტერესო იყო პროექტი ხაჭაპურზე ქალბატონ აზა ჩხიკვაძის მიერ წარმოდგენილი.პროექტს თან ახლდა ხაჩაპურის დეგუსტაცია რამაც გამოიწვია ჯგუფის ხალისი და როგოც ქართულ ტრადიციებს ახასიათებს ბედნიერების ჰორმონის გამოყოფის შემდგომ პრეზენტაციას მოყვა ქართული ჰანგები. ასევე საინტერესო იყო ფიზიკის მასწავლებლის პროექტი ,,ენერგიის წყაროები და ეკოლოგია."

понедельник, 17 июля 2017 г.

დღე მერვე

დღევანდელი დღე იყო ფასილიტაციის ,როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს .შევქმენით ონლაინ კითხვარი.ასევე ტრენინგის დასაწყისში კიდევ ერთხელ გავიარეთ პროცედურები.თითოეულმა ჩვენთაგანმა მოვახდინეთ ცვლილებები პროექტის მსვლელობაზე.მას შემდეგ პროექტის გეგმაში შევიტანეთ ჩვენი დაწერილი პროცედურები.ვისწავლეთ ჩვენს დრაივზე ჩვენი სამუშაო მასალების ჩამოშლა.

четверг, 13 июля 2017 г.

დღე მეშვიდე

ტრენინგის დასაწყისში წავიკითხეთ საშინაო დავალება,რომელიც შეეხებოდა პროცედურებს.გავეცანით გარდნერის თეორიას სადაც განვიხილეთ მოსწავლეთა სხვადასხვა უნარები რის მეშვეობითაც შეგვიძლია მოვახდინოთ მათი დიფერეციანცია.შევქმენით პროექტის დამხმარე რესურსი,რომელიც მოვარგეთ ჩვენს პროექტს სადაც გათვლილი იყო თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები.ასევე ბლოგში ვისწავლეთ ახალი გვერდის შექმნა თავის მისამართებით.გავაკეთეთ მოსწავლელეთა პრეზენტაციის დამხმარე შაბლონი

вторник, 11 июля 2017 г.

მეექვსე დღე

მეექვსე რეს შევისწავლეთ შეფასების რუბრიკებს.ინტელის მესვეობით მეხუთე მოდულის მეშვეობით განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.
შევქმენით მოსწავლის მიერ შექმნილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.სადაც რუბრიკები  მიზნიდან გამომდინარედ შევავსეთ.ვისწავლეთ ერთმანეთთან პრეზენტაციების გაზიარება უკუკავშირი და კომენტარების გაკეთება.ჩავამატეთ პროცედურებში ის საჭირო მასალა,რომელიც შეფასების რუბრიკის შექმნის შემდეგ გახდა საჭირო

четверг, 6 июля 2017 г.

დღე მეხუთე

დღევანდელ დღეს შევისწავლეთ მოსწავლის ნაშრომის შექმნა.განვიხილეთ როგორ უნდა ავაწყოთ ნაშრომი საპრეზენტაციო მასალა.საპრეზენტაციო გვერდების დასათაურება.მიზნებიდან გამომდინარე ავაწყეთ პრეზენტაცია,რომელიც შედგებოდა შემდეგი ქვეპუნქტებისგან

  • პროექტის სახელწოდება
  • პროექტის აქტუალობა
  • მსველელობა
  • ფაქტები და აღმოჩენები
  • დიაგრამები
  • ანალიზი დასკვნები
  • რჩევები
  • გამოყენებული ლიტერატურა
ასევე ვისწავლეთ დიაგრამების გაკეთება ,პროცენტულობის დასმა.გავიმეორეთ სურათების გადმოწერა და ბლანკის მეორე მხარეს ჩავსვით გადმოწერილი სურატები.
ასევე ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.მოსწავლის ნაშრომში საავტირო უფლებებში მივუთითეთ იმ სურათების მისამართები  რომლებიც გადმოვიწერეთ და პრეზენტაციის გვერდებზე ჩავსვით.გამზადებული პრეზენტაცია ავტვირთეთ დისკზე შემდეგ გავხსენით გუგლით და პირვანდელი პრეზენტაცია წავშალეთ რათა არ აგვრეოდა ერთმანეთში
შეფასების კრიტერიუმები მოვძებნეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობაში. http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/საიდანაც მოვძებნეთ შეფასების სტრატეგიებზე

вторник, 4 июля 2017 г.

დღე მეოთხე

დღევანდელი  დღე მეტად საინტერესო იყო.დღის დასაწისში გავიხსენეთ წინა ტრენინგი .გავეცანით შეფასების  ხუთ მიზანს მეორე მოდულის მესამე აქტივობას.განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები როგორ განმსაზღვრელს ასევე განმავითარებელს.განმავითარებელი შეფასების ოთხ ტიპს გავეცანით რომელი როდის არის გამოსაყენებელი.ასევე განვიხილეთ მეთოდები და ინსტრუმენტები.მეთოდს დაესმის კითხვა რისთვის და ინსტრუმენტს კითხვა როგორ?ასევე ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეთება.შემდეგ დრაივ დისკზე გუგლ დოკუმენტში შევქმენით ცხრილი ,,ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე".ასევე გუგლ დოკუმენტში გადავიტანეთ მიზნები და დავალებად მოგვეცა ამ მიზნებიდან გამომდინარე მთლიანი თემის დაწვრილებით გაშლა აღწერა

пятница, 30 июня 2017 г.

დღე მესამე

მესამე  დღეს შევისწავლეთ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მაღალი სააზროვნო ზმნების გამოყენებით,პროექტში სტანდარტის სწორად დასმა.პროექტის გეგმაში სტანდარტის შეტანა და სტანდარტიდან გამომდინარე პროექტის სასწავლო მიზნენებისა და შედეგების დაწერა.ასევე გუგლში სტანდარტის მოძიება და კონტროლ ფ -ით საძიებელი მასალის პოვნა ,რომელიც გავიმეორედ რადგან მეორე დღეს გვქონდა შესწავლილი.განვიხილეთ საკვანძო კითხვების მნიშვნელობა,ზიგადი და თემატური კითხვები

четверг, 29 июня 2017 г.

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის დაწყებისას წავიკითხეთ საშინაო დავალება.წარვადგინეთ პროექტი.მივიღე შესწორებები. რის შემდეგაც დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმის შაბლონზე.ასევე გავეცანით ბუკლეტის შაბლონებს რესურსებიდან.განვიხილეთ შაბლონის ფურცლების სტრუქტურა.შაბლონის თავსართზე ჩავსვით მთავარი მესიჯი.შემგომ გადმოვწერეთ სურათები googli- დან.ჩავსვით ბუკლეტში სათანადო ადგილას.დავუბრუნდით მეილს და შევედიტ დისკზე სადაც ჩავყარეთ დღევანდელ დღეს შექმნილი ფაილები.ასევე კიდევ ერთხელ გავიხსენეთ გადმოწერა ,ჩასმა ,შენახვა.

суббота, 24 июня 2017 г.

დღე პირველი




გავეცანით ინტელის სასწავლო კურსს, გავეცანით სახელძღვანელოს.ვისწავლეთ viever-ში მუშაობა.ჩვენთვის საინტერესო ამონარიდების მონიშვნა ,შენახვა,ტრანსფერი.შევქმენით ახალი ბლოგი.გავეცანით დისკის მნიშვნელობას.დისკი არის ჩვენს მიერ შექმნილი ფაილების საცავი.დისკის მეშვეობით შეგვიძლია ინტერნეტის გარეშე ჩვენს მიერ შექმნილ ფაილებში მუშაობა. ასე დისკზე შევქმენით ჩვენი საქაღალდე და მასში შევქმენით ახალი 7 ფოლდერი.შემდგომ დავუბრუნდით სახელმძღვანელოს და გავეცანით პორტფელიოს ჩეკლისტს რომლის შენახვა ვისწალეთ ახალ ფოლდერში თავისი მისამართის მითითებით და შემდეგ მოვძებნეთ ჩვენს მიერ შენახული ჩეკლისტი.
ტრენინგი მეტად საინტერესო იყო,მიუხედავად იმისა,რომ შეიძლება ითქვას თითქოს ვიცოდი მუშაობა ჩემთვის პირველი დღე კიდევ ერთხელ იყო აღმოჩენების. რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს რომელსაც აქვს გადმოცემის არაჩვეულებრივი უნარ-ჩვევა.
ასევე ტრენინგზე განვიხილეტ პროექტის შექმნის ეტაპები.მისი აქტუალობა.გვქონდა ჯგუფური მუშაობა და მოვახდინეთ ჩვენი სავარაუდო პროექტის პრეზენტაცია.სადაც მივიღეთ მითითებები რომელიც დაგვეხმარება პროექტი სწორად გამართვა